შკოტკვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შკოტკვანძი - ამ კვანძს იყენებენ საიალქნო სპორტში იალქნის ყულფში შკოტის ჩასამაგრებლად. შკოტკვანძი შესაკრავად მარტივია, საიმედოა და საჭიროებისას მისი გახსნა ადვილია. ძლიერ მოჭიმული ეს კვანძი გვარლს არ აფუჭებს.
შკოტკვანძი იკვრება სწორი კვანძის მსგავსად, ოღონდ, წინმავალი ნაწილი ძირითადის ქვეშ არის მოქცეული. ის გამოიყენება ერთნაირი დიამეტრის მქონე გვარლების გადასაბმელად ან გამზადებულ ყულფთან გვარლის მისაბმელად. განურჩევლად გვარლის მასალისა, შკოტკვანძი საიმედოდ იჭერს, თუ მუდმივად დაჭიმულია.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;