შლიცებით შეერთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შლიცებით შეერთება − ორი დეტალის მოძრავი ან უძრავი შეერთება, რომელთაც აქვთ შვერები და ღარაკები (ერთი დეტალის შვერი შედის მეორე დეტალის ღარაკში). გამოიყენება სწორგვერდებიანი, ევოლვენტური და წვრილკბილებიანი შლიცებით შეერთება.