შნიტკე ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფრედ შნიტკე – (24 ნოემბერი 1934, ენგელსი, სარატოვის ოლქი –3 აგვისტო 1998, გერმანია, დაკრძალულია მოსკოვში), რუსი კომპოზიტორი. რუსეთის სახალხო არტისტი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1958) და ასპირანტურა (1961) ე. გოლუბევის ხელმძღვანელობით. 1961-72 ასწავლიდა კონსერვატორიაში, 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა გერმანიაში. ალფრედ შნიტკე XX ს. მეორე ნახევრის გამოჩენილი კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებამ ფართო აღიარება მოიპოვა. მისი მუსიკა აერთიანებს კლასიკურ ტრადიციებსა და თანამედროვე საკომპოზიციო ტექნიკის ელემენტებს. მიმართავს პოლისტილისტიკას, კოლაჟს და სხვ. მუსიკა აღბეჭდილია კონცეფციურობით, კულტურის წარსულისა და თანამედროვეობის ერთიანობის შეგნებით. ძირითადი ნაწარმოებები: ბალეტები „ლაბირინთები“ (1971), „ესკიზები“ (1985), „პერ გიუნტი“ (1987), კანტატები – „დოქტორ იოჰან ფაუსტის ისტორია“ (1983), რეკვიემი (1975), 5 სიმფონია (1972-88), კონცერტები ორკესტრთან ერთად - 2 ფ-ნოსათვის (1960, 1979), 4 ვიოლინოსათვის (1957-84), 3 სიმებიანი კვარტეტი (1966-84), საფორტეპიანო კვინტეტი (1976), ტრიო (1975), სეპტეტი (1982), დიდი ფორმის საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკალური სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები