შოენის ქართული ხელნაწერის კოლექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოენის ქართული ხელნაწერის კოლექცია – შოენის (Schøyen) კოლექცია განლაგებულია ლონდონსა და ოსლოში. იგი ფლობს 13 000 ხელნაწერ წიგნს. მათ შორისაა ისეთი ნიშვნელობის ხელნაწერები, როგორებიცაა მკვდარი ზღვის გრაგნილები, კაიროს გენიზას ებრაული ხელნაწერები, ოქსირინკუსისა და ნაგ ჰამადის პაპირუსები და სხვ. კოლექცია ჩამოყალიბდა 1920 წელს ნორვეგიელი ბიზნესმენის, მოგზაურისა და ისტორიკოსის მარტინ შოიენის მიერ (1890-1962). კოლექციის მნიშვნელობასა და უნიკალურობას ხაზს უსვამს არა რაოდენობა მისი ექსპონატებისა, არამედ მრავალფეროვნება. ყველაზე ადრეული ფრაგმენტები 5300 წლის წინანდელია. კოლექცია 120 სხვადასხვა ენაზეა შექმნილი. კოლექციაში დაცულია 4 ქართული ფრაგმენტი. ყველა მათგანი შესულია ევროპიდან, კერძო კოლექციებიდან.

სარჩევი

MS. 1600. ათანასე ალექსანდრიელი. ჯვრის პოვნის საკითხავი

X ს. 2 ფ.; ეტრატი; 23×20 სმ., გადაწერილია ფსევდო ათანასეს ჯვრის საკითხავი. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ეს ჰომილია ფრაგმენტის სახით გვხვდება მხოლოდ კლარჯულ მრავალთავში (ხეც A 144, 208r). კოლექციის ვებგვერდზე გამოტანილი ინფორმაციის თანახმად, შოიენის ეს ხელნაწერი უკავშირდება ლაიფციგის უნივერსიტეტის God. Ms. V 1096. UB ერთეულს, რომელიც 3 სხვადასხვა ქართული ფრაგმენტისგან შედგება (შდრ. God. Ms. V 1096. UB). მთავრულით. ლაიფციგის ხელნაწერი ფურცლების დღეისათვის მღებული რაობისა და ზომების მიხედვით, კავშირი შოიენისა და ლაიფციგის ფურცლებს შორის ნაკლებ სავარაუდოა. ვფიქრობთ, მხოლოდ ორივე ფრაგმენტში სრულყოფილი ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიური შესწავლა გასცემს პასუხს წამოჭრილ კითხვას. დასაწყისი recto: „მყოფელი ორსახედ ვითარცა თქუათ ანუთუ მიუღებიეს აქავე სასყიდელი მათი ნაცვალად საქმისა მათისა მსგავსად თქუმულისა მის რომელი ითქუა...“

MS 037. იოვანე-ზოსიმეს ავტოგრაფი

1 ფ.; ეტრატი; ნუსხური, პალიმფსესტი, ქვედა ფენა – პალესტინური არამეული, VI ს. ზომა თავდაპირველი: 31×23 სმ.; ქართულისა: 19×12 სმ.; ქართული თარიღდება 979 წლით. შესულია კერძო კოლექციიდან; ქვედა ფენა შესწავლილია (Desreumeaux 1997).

MS 1599. არაიდენტიფიცირებული ჰომილია. ფრაგმენტი.

XI ს. 1ფ.; ეტრატი; პალიმფსესტი, ქვედა ფენა მთავრული. შესულია სოტბის აუქციონიდან 2012 წელს. დასაწყისი (იწყება შუა გვერდიდან): „ჩემთაგანი უდებებითა განვკურნო იგი სინანულთა რამეთუ უგრძნულად მოხუედით და განუმზადებელსა მომეწიფენით“.

MS 035. ლექციონარი

X ს. 5 ფ.; ეტრატი; ნუსხური, 2 ფ.; პალიმფსესტია. ქართული ტექსტი: 20×15 სმ.; ხელნაწერის ზედა ქართული ფენა იოვანე-ზოსიმე ავტოგრაფია. მე-3 ფრაგმენტი დაკრულია ყდის ქვედა ფრთაზე. ყდა დაზიანებულია, შემორჩენილია სქელი ხის დაფები: ზოსიმეს ტექსტი, 1v: „თქუა ბერმან...მუუსისაი ეგ...მერმე თქუა რაი საჴმარ [არს] კაცისა სხჳსა სულისა აღშჱნებაჲ. და თჳსისა დარღუევად. მერმე თქუა, რაი საჴმარ არს კაცისა უკუეთუ მივიდის ჴელივნებისა სწავლად და არა ისწაოს...“ ქვედა ფენაზე პალესტინური არამეულია, სხვადასხვა ფრაგმენტია. თარიღდება VI ს-ით (Desreumeaux 1997).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები