შოთა გამცემლიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შოთა გამცემლიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან მიხეილ ბუხაიძის I შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში, მას შემდეგ, რაც არსენალი გადმოვიდა ჩუღურეთის ტერიტორიაზე. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ახალარსენალის ქუჩა. 1900-იან წლებში არსენალის ქუჩა დაერქვა (ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), 1940-იან წლებში — ახალჩუღურეთის ქუჩა. 1957 წელს შოთა გამცემლიძის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი.