გაფრინდაშვილი შოთა (ენათმეცნიერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა გაფრინდაშვილი

შოთა გაფრინდაშვილი – (დ. 27 იანვარი 1916, საჩხერე, შორაპნის მაზრა, – გ. 27 მარტი 1968, თბილისი), ენათმეცნიერი, ზოგადი ფონეტიკის, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1957). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1937)

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სხვადასხვა დროს სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ცხინვალისა და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, იყო ქართული ენის კათედრის გამგე. გაფრინდაშვილი საქართველოში ექსპერიმენტული ფონეტიკის ერთ-ერთი დამამკვიდრებელია, იგი ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიას თსუ-სა და ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტიკასთან ერთად ისწავლებოდა სხვა ენების (რუს., ფრანგ. სპარს.) ფონეტიკის საკითხები.

გაფრინდაშვილმა სრულყო წარმოთქმის პროცესისა და სამეტყველო ბგერათა შესწავლის ტრადიციული მეთოდები. საქართველოში პირველმა დანერგა ფონეტიკური კვლევის მრავალი თანამედროვე აპარატული მეთოდი (კინორენტგენოგრაფია, სპექტროგრაფია.), წამოიწყო ექსპერიმენტი სამეტყველო ბგერათა ხელოვნური გამიზნული ცელით. გაფრინდაშვილი აქტიურად მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამეცნიერო სესიებსა და საერთაშორისო კონგრესებში. იყო სსრკ მეცნ. აკად. ენისა და ლიტერატურის განყოფილების ფონეტიკისა ღა ფონოლოგიის კომისიის წევრი.

ზ. ჯაფარიძე
ნ. იმნაძე


თხზულებები

  • საწარმოთქმო დაბრკოლებათა რაგვარობის საკითხი ქართულში. – „იკე“, XII. თბ., 1960;
  • ხშულ-მსკდომ თანხმოვანთა კლასიფიკაციისათვის ქართველურ ენები. – იქვე. XIII. თბ., 1962;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები