შოთა ყავლაშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შოთა ყავლაშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ზემო უბანი); კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან ერეკლე II-ის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც უწყების ქუჩა („პრიკაზნაია“). 1923 წელს ჩალაუბნის ქუჩა დაერქვა. 1996 წელს შოთა ყავლაშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზე, შესახვევსა და ჩიხში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს I შესასვლელი (1934 წლის თბილისის გეგმაზე დატანილია როგორც პირველი მაისის შესასვლელი), I ჩიხი.