ო’კეისი შონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შონ ო’კეისი-დან)
შონ ო’კეისი − (ირლანდ. Seán Ó Cathasaigh, 1880-1964), ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი. წერდა ინგლისურ ენაზე. მისი პირველი პიესებია – „მსროლელის აჩრდილი“, „იუნონა და ფარშევანგი“, „გუთანი და ვარსკვლავები“. ამას მოჰყვა ტრაგიკომედია „ვერცხლის თასი“, რომელშიც იგი პირველად იყენებს ექსპრესიონიზმის დრამატურგიულ ტექნიკას. შემდეგ – სიმბოლისტური პიესა „გალავანს იქით“, პოლიტიკური კომედია „მეწამული მტვერი“. გმირული დრამები: „ვარსკვლავი წითლდება“, „წითელი ვარდები ჩემთვის“. კომედიები: „მამალი“, „ეპისკოპოსის კოცონი“, „მამა ნედას დოლები“ მწვავე სატირა „მწვანე ფარდებს მიღმა“. წერილების კრებულები თეატრზე „მფრინავი ბზიკი“, „მწვანე ყვავი“.