შპანკა (ალუბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შპანკა

შპანკა – ამ სახელწოდებით გავრცელებულია ალუბლის რამდენიმე ჯიშური ფორმა, რომლებიც ამორელების კლასს ეკუთვნის. ქვემოთ მოყვანილი აღწერა შეეხება საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ „შპანკის“ ერთ–ერთ ჯიშურ ფორმას. უხვმოსავლიანია, მწიფდება საშუალო პერიოდში.

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მრგვალ, უხვად დატოტვილ ვარჯს. ფოთოლი წვრილი აქვს, ტყავისებრი კონსისტენციის. ყვავილობს გვიან.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, ბურთისებრი ფორმის. ნაყოფის კანი მუქი წითელი ფერისაა, თხელი. ნაყოფის ყუნწი გრძელია.

ნაყოფის ხორცი ღია მოწითალო ფერისაა, თეთრი ძარღვებით, ნაზი, მომჟავო-ტკბილი გემოსი. კურკა მსხვილი აქვს. მისგან მზადდება მურაბები; კარგია აგრეთვე როგორც სუფრის ხილი.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები