შრომის სიმღერები (ჯაზი)
შრომის სიმღერები – (ინგლ. work songs), ზანგების შრომის სიმღერები მონობის პერიოდში ზანგური ფოლკლორის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. ისინი სრულდებოდა სოლო და ჯგუფურად თანხლების გარეშე. მუსიკალური თვალსაზრისით შრომის სიმღერები წარმოადგენენ ნაკლებად განვითარებული მელოდიკის მქონე სასიმღერო ფორმას და ხასიათდებიან მოკლე სუნთქვის სტრუქტურით. სიმღერები განმსჭვალულია ჯერ კიდევ აფრიკელებისათვის დამახასიათებელი გადაძახილით სოლისტსა და გუნდს შორის („დაძახილის და პასუხის“ ხერხი) მნიშვნელოვანი სტილისტური თავისებურებაა აგრეთვე არატემპერირებული მელოდიური ბგერები, მუსიკალური ინტონაციების მონაცვლეობა წამოძახილებთან, ოხვრასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზისათვის შრომის სიმღერებიდან ინტონაცია გამოდგა. „შაუთეფექტები“ დღემდე გვხვდება ჯაზის ყველა ვოკალურ და ინსტრუმენტულ ფორმებში.