შტრიხი (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შტრიხიბგერის მიღების ხერხი ხემიან საკრავებზე, რომელიც ხემის მოძრაობის განსაზღვრულ ხასიათს ემყარება (მდორე, ბიძგისებური, ასხლეტილი და ა. შ.). შტრიხი განსხვავებულ ხასიათს და ფერადოვნებას ანიჭებს ბგერას. შტრიხის არჩევანი განისაზღვრება შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოების ხასიათით, შემსრულებლის მხატვრული ჩანაფიქრით და განპირობებულია „ფრაზებით“. ძირითადი შტრიხებია: ლეგატო, დეტაშე, სტაკატო, სპიკატო.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები