შტურმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არლოვსკი ალექსანდრე "პრაღის შტურმით აღება" 1797

შტურმი - (გადამწყვეტი იერიში), მოწინააღმდეგის გამაგრებული რაიონის, პოზიციის, მძლავრი თავდაცვითი ნაგებობის დაუფლების ხერხი. თავიდან იგი გულისხმობდა შეტევაში მყოფი ქვეითების ციხესიმაგრის კედლებისკენ სწრაფ გადაადგილებას, საალყო საშუალებების გამოყენებით მათ სწრაფ გადალახვას და თავდაცვაში მყოფი მოწინააღმდეგის ხელჩართულ ბრძოლაში განადგურებას.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის შემდეგ (განსაკუთრებით საალყო არტილერიის) შემუშავებულ იქნა ქვეითთა არტილერიისა და საინჟინრო ჯარების მოქმედებების ტაქტიკა ციხესიმაგრეების ერთობლივი შტურმის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები