შუვალოვი ივანე
ივანე შუვალოვი – (რუს. Ива́н Ива́нович Шува́лов (1 [12] ნოემბერი 1727 — 15 [26] ნოემბერი 1797), რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1753-61 – იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულთან ყველაზე მეტად დაახლოებული მრჩეველი, დიდ გავლენას ახდენდა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. იყო რუსეთ-საფრანგეთის დაახლოების მომხრე. 1755 აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებას საფრანგეთის წარმომადგენელთან, რის შედეგადაც განახლდა დიპლომატიური ურთიერთობანი ამ ქვეყანასთან. 1756 მოითხოვდა საფრანგეთ-ავსტრიის მოსალოდნელ კავშირთან შეერთებას, ხელს უწყობდა რუსეთის მიერთებას ვერსალის სამოკავშირეო ხელშეკრულებებისადმი და კოპენჰაგენის ტრაქტატისადმი 1758. 1760 მ. ი. ვორონცოვთან ერთად ხელი მოაწერა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ავსტრიასთან. ეკატერინე II-ის გამეფების შემდეგ ჩამოაცილეს სახელმწიფო მოღვაწეობას, ცხოვრობდა უცხოეთში, ასრულებდა სხვადასხვა დიპლომატიურ დავალებებს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ არსებით როლს აღარ ასრულებდა.