შურდულის შესახვევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შურდულის შესახვევი – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ჩუღურეთი); კუმისის ქუჩიდან შოთა გამცემლიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. შურდულით ქვის სროლა იყო ძველ თბილისელთა გართობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ჩუღურეთში იმართებოდა. ქუჩის სახელწოდებაც ამ სანახაობას უკავშირდება.