შუქჩრდილოვანი განათება (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შუქჩრდილოვანი განათება — შუქჩრდილოვანი განათებისას გადაღების ობიექტს ანათებენ მიმართული შუქით, რომლის სხივები სხვადასხვა კუთხით ეცემა ობიექტის ელემენტებს და მათზე სხვადასხვაგვარ განათებულობას ქმნის. გადაღების ობიექტის ელემენტების ფორმა და მოცულობა გამოსახულებაზე მიიღება მათი განათებულობის მნიშვნელოვანი სხვადასხვაობით. აგრეთვე ამ ელემენტების სინათლის სხივების მიმართ განსხვავებული განლაგებით.