შუღაროვი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი შუღაროვი – დაიბადა 1939 წლის 29 სექტემბერს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი (1964).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა.
- საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2005-2008);
- საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული 2008 წლის სექტემბრიდან.
სახელმწიფო ჯილდო
- მედალი „მამაცური შრომისათვის“ (01.01.1976)
- სსრ კავშირის ორდენი „ხალხთა მეგობრობა“ (01.01.1983)
- ღირსების ორდენი (01.01.1999)