შუშანაშვილი გერონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერონტი შუშანაშვილი – 1930 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989). პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995); დაიბადა 1939 წელს სოფელ თიანეთში (თიანეთის რაიონი) 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 1965-1968 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების გამგე.

გ. შუშანაშვილის მეცნიერული ინტერესი ძირითადად მიმართულია ეთიკისა და ღირებულების პრობლემებისადმი, დგას ღირებულებითი ეთიკის პოხიციებზე. მისი თვალსახრისი ენათესავება ფონ რინტელენის აქსიოლოგიურ თვალსაზრისს. იგი ავტორია რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიისა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.


თხზულებები

  • „კანტის ეთიკური ფორმალიზშმის მარქსისტული კრიტიკისათვის“ (თბილისი, 1974);
  • „ზნეობრივი ღირებულების სპეციფიკა“ (თბილისი, 1980);
  • „ღირებულების პრობლემა და საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმები“ (თბილისი, 1987);
  • „ფენომენოლოგიური ეთიკის კრიტიკა“ (თბილისი, 1989).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები