შჩელკალოვი ვასილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვასილი შჩელკალოვი – (გ. დაახლ. 1611). რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1571-დან მსახურობდა საელჩო პრიკაზში. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში თურქეთისა და დანიის ელჩებთან. 1587, პოლონეთის მეფის სტეფან ბატორის გარდაცვალების შემდეგ, მოლაპარაკებას აწარმოებდა პოლონეთის სეიმთან, რუსეთის მეფის თედორე ივანეს ძის მიერ პოლონეთის გვირგვინის მიღების შესახებ. იმავდროულად დადო ზავი ლიტვასთან 15 წლის ვადით, 1594 სათავეში ჩაუდგა საელჩო პრიკაზს, მაგრამ 1601-დას იძულებული გახდა მიეტოვებინა სახელმწიფო სამსახური.