ჩაი ინგლისურად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაი ინგლისურად

1 ჩ/კ ჩაი;
1/4 ფინჯანი რძე;
1/2 ჭიქა წყალი;
შაქარი გემოვნებით.

ჩაის დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაყენს დავამატოთ მდუღარე წყალი და რძე. როგორც წესი, ჩაის ასხამენ რძეში და არა პირიქით.

II ვარიანტი

1 ჩ/კ ჩაი;
1 ჩ/კ ნაღები;
1 ჭიქა წყალი;
შაქარი გემოვნებით.

მდუღარე წყალგამოვლებულ ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ორთქლზე. 5-7 წუთის შემდეგ მდუღარე წყალი ისე დავამატოთ, რომ წყალმა დაფაროს ჩაი. კიდევ 5-7 წუთის შემდეგ ჩაის მდუღარე წყალი დავასხათ, ჩავასხათ ფინჯანში და მაგიდასთან მივიტანოთ ნაღებთან ერთად.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები