ჩაი ჰოლონურად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაი პოლონურად
1-2 ჩ/კ ჩაი;
1 ჭიქა წყალი;
შაქარი გემოვნებით.
ჩაიდანი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და გავაცხელოთ ორთქლზე. ძალიან გაცხელებულ ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ ორთქლზე რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩაის დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი და გავაგრძელოთ გაცხელება. 5-10 წუთის შემდეგ დავამატოთ მდუღარე წყალი და ჩავასხათ ფინჯანში. შაქარი მივიტანოთ ცალკე.