ჩაი (სასმელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაი − სასმელი, რომელიც მიიღება ჩაის ფოთლების დაყენებით ცხელ წყალში.

1 კოვზი მწვანე ჩაი;
1 ფინჯანი წყალი;
შაქარი და ტკბილი სანელებლები გემოვნებით.

მწვანე ჩაის დავასხათ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 3 წუთის განმავლობაში. ნაყენი ჩავასხათ ფაიფურის ფინჯანში და მაგიდასთან მივიტანოთ შაქართან და სხვა ტკბილ სანელებლებთან ერთად.

ჩაის დაყანების II ვარიანტი

2 ჩ/კ ჩინური ჩაი;
2 ჭიქა წყალი;
შაქარი გემოვნებით.

ჩაიდანს გამოვავლოთ მდუღარე წყალი, ჩავყაროთ მასში ჩაი, დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი და 1-2 წუთით გავაჩეროთ ორთქლზე. შემდეგ ჩაის ისევ დავასხათ მდუღარე წყალი და დავდგათ ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში. ჩაი ჩავასხათ ჭიქაში, დავუმატოთ მდუღარე წყალი და მივიტანოთ მაგიდასთან. შაქარი მაგიდასთან ცალკე მიაქვთ.

ჩაის დაყანების III ვარიანტი

5 გ ჩაი;<br / 0,2 ლიტრი წყალი.

წინასწარ გაცხელებულ თავსახურიან ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, დავასხათ მდუღარე წყალი და 3 წუთის შემდეგ გადავასხათ ფაიფურის ფინჯანში. მაგიდასთან მივიტანოთ შაქრის გარეშე.


წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები