ჩაკონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაკონა −(ესპ. chacona, იტალ. ciaccona), ძველებური ესპანური ცეკვა-სიმღერა სამწილადი ზომის. სრულდება მკვირცხლი ტემპით კასტანიეტების თანხლებით. XVII საუკუნეში გავრცელდა საფრანგეთში; ლიულიმ ჩართო ბალეტში, სადაც ნელი, ნარნარი ხასიათი შეიძინა. XVII–XVIII სს.-ის ინსტრუმენტულ მუსიკაში ჩაკონა ცნობილია, როგორც პიესა პოლიფონიური ვარიაციების ფორმით.