ჩანგლებით შეერთება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩანგალი
ჩანგლებით შეერთება

ჩანგლებით შეერთებახის კონსტრუქციების ელემენტების შეერთების სახე, სადაც შეერთებები ხდება ჩანგლების მეშვეობით, რომლებიც მზადდება წრიული (ან კვადრატული) განივკვეთის ფოლადის ღეროსაგან დიამეტრით 10-18 მმ და გამოიყენება მორების ან ძელებისაგან (ხიდების საყრდენები, მორებისაგან განხორციელებული წამწეები, ხარაჩოები, ყალიბები და სხვ.) აგებულ შენობებში დამატებითი ან მაფიქსირებელი კავშირებისათვის. ჩანგალი, როგორც წესი, ჩაესობა შესაერთებელ ელემენტებში ბოლოებით (კოტებით) მერქნის წინასწარი გაბურღვის გარეშე. ერთი ჩანგლის მზიდუნარიანობა ნორმებით განსაზღვრული არ არის.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები