ჩანდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩანდები

ჩანდები – იავური სატაძრო ნაგებობები, რომლებიც თანაბრად ემსახურებოდნენ ბუდისტურ და ინდუისტურ კულტებს. ჩანდების პირველსახეობას წარმოადგენენ საკრალური ნაგებობები, დაკავშირებულნი წინაპართა კულტთან, გარდაცვლილთა კულტთან.

ჩანდების უმრავლესობა აგებულია ერთი და იმავე საერთო პრინციპით – კვადრატული საფუძველი და კუბური ცელა მაღალი სამ საფეხურიანი დაბოლოებით. ცელას და საფეხურების კედლები მორთულია პილასტრებით, ნახევარსვეტებით და ნიშებით, რომლებშიც ქანდაკებებია მოთავსებული, ყოველი საფეხურის კუთხეზე მოთავსებულია პატარა კოშკები, რომლებიც იმეორებენ ტაძრის ფორმას მთლიანობაში.

ჩვენამდე მოღწეული ჩანდები პირობითად დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები