ჩანიშვნა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩანიშვნა (სამხედრო ტერმინი) – მიზნის ადგილმდებარეობაზე წერტილის, ჭურვის აფეთქების და სხვა კოორდინატების განსაზღვრის ხერხი. ხორციელდება ერთ ან რამდენიმე პუნქტიდან ფიქსირებულ მიმართულებებსა და ჩასანიშნ წერტილზე გამვლელ მიმართულებას შორის კუთხის ან წერტილამდე. კუთხის და მანძილის გაზომვა ხდება დაზვერვის ხელსაწყოების გამოყენებით.