ჩანტლაძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chantladze.PNG

ჩანტლაძე ვასილ - (1905- 1995) (Chantladze Vasil) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), წევრ-კორესპონდენტი (1974), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

დაამთავრა თსუ სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი (1927), მოღვაწეობდა თსუ-ში 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე: იყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრის დოცენტი (1930-1958), პროფესორი, გამგე (1967-1985). ვ. ჩანტლაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ფინანსური მეცნიერებისა და ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის ფიზიოკრატული შეხედულებები პირველად სამი საუკუნის შემდეგ გამოიკვლია ვ. ჩანტლაძემ.

ძირითადი ნაშრომებია:

„სამეურნეო ანგარიშიანობა და დაკრედიტება“. თბ., 1937;
„სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები“. თბ., 1959;
„ფინანსური მეცნიერების საგანი და ამოცანები“ თბ., 1966;
„ფინანსების თეორიის საკითხები“. თბ., 1979 (რუსულ ენაზე);
„[[შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებები“. თბ., 1992 და სხვ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები