ჩანჩუნის კონფერენცია 1922

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩანჩუნის კონფერენცია 1922 − მიმდინარეობდა 26 სექტემბერს ქ. ჩანჩუნში (ჩინეთი), ერთი მხრივ, შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკასა (შარ) და რსფსრ-ს და, მეორე მხრივ, იაპონიას შორის. ჩანჩუნის კონფერენციაზე განახლდა დაირენის კონფერენციაზე 1921-22 შეწყვეტილი მოლაპარაკებები. 1922 წლის მაის-ივნისში იაპონია მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით გამოვიდა. 30 ივნისს შარ-ის მთავრობა დათანხმდა მოლაპარაკების განახლებაზე იმ პირობით, რომ მასში შარ-თან ერად რსფსრ-ც მიიღებდა მონაწილეობას. 19 ივლისს იაპონიის მთავრობამ მიიღო ეს წინადადება. იაპონიას სურდა, კონფერენციის მუშაობა შემოეფარგლა შარ-ის საკითხებით და ზავი დაედო მხოლოდ შარ-თან, რსფსრ-სა და შარ-ს კი ეს ვარიანტი ხელს არ აძლევდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების საფუძვლად დაირენის პროექტი მიეღოთ. იაპონიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სახალინიდან ჯარებს მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანდა, როცა ე.წ. ნაკოლავესკის ინციდენტის საკითხი გადაწყდებოდა (ინციდენტში იგულისხმება 1920 წლის 12 მარტის ღამეს ქ. ამურის ნიკოლაევსკში მომხდარი სამხედრო შეტაკება, რასაც იაპონიის მიერ ჩრდილოეთ სახალინის დაკავება მოჰყვა), რსფსრ-ისა და შარ-ის დელეგაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ჩრდილოეთ სახალინიდან ჯარების გაყვანა დამკავშირებოდა ე.წ. ნიკოლაევსკის საკითხის გადაწყვეტას. ჩანჩუნის კონფერენცია ჩაიშალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები