ჩან კაიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩან კაიში

ჩან კაიშიძიან ძეში (ძიან ჯუნჯენი) — (1887-1975)ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე, გენერალისიმუსი. ჩინეთის მთავრობის მეთაური. 1906-11 დაამთავრა ბაოდინისა და ტოკიოს სამხედრო აკადემიები. 1911 მონაწილეობა მიიღო სინხაის რევოლუციაში, გახდა გომინდანის მთაერობის წევრი და სუნ იატსენის უახლოესი თანამებრძოლი. იუან შიკაის დიქტატეერის დამყარების შემდეგ 1913 ჩან კაიში იძულებული გახდა, დაეტოეებინა ჩინეთი და წასულიყო იაპონიაში. 1915 ის დაბრუნდა ჩინეთში და მონაწილეობა მიიღო ე.წ. „მესამე რევოლუციაში", რომელმაც დაამხო იუან შიკაის რეჟიმი, 1910-17 ჩან კაიში, ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას და მხოლოდ 1918 დაუბრუნდა პოლიტიკურ სარბიელს, 1923 ჩან კაიში, გაგზავნილ იქნა საბჭოთა კავშირში წითელი არმიის ორგანიზების შესასწავლად, უკან დაბრენების შემდეგ ის დაინიშნა ჟამპუას (კანტონის (თან. გეანჯოუ) მახლყობლად) სამხედრო აკადემიის კომენდანტად. სენ იატსენის სიკვდილის შემდეგ (1925) ჩან კაიში გახდა არმიის მთავარსარდალი და წამოიწყო ლაშქრობა ჩინეთის გასაერთიასებლად.

1928 მან დაიკავა ჰეკინი და ჩამოაყალიბა ახალი ცესტრალური ხელისეფლება, რომელმაც ბინა დაიდო ნანკინში. 1928-31 ჩან კაიში იყო ჩინეთის ეროვნული მთაერობის პრეზიდესტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1931 იაპონიის მიერ მანჯურიის დაპყრობის შემდეგ ჩან კაიში-მ თავი აარიდა იაპონიასთას ომს, ამავე წელს ის გადადგა დაკაეებული თანამდებობებიდას, თუმცა 1932 ხელახლა დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და ამ დროიდან მოყოლებული ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას. 1937 იაპონიის ჩინეთზე თავდღასხმის შემდეგ ჩან კაიში იძულებული გახდა, შეთანხმება დაედო ჩინელ კომუნისტებთან იაპონელების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლის წარმოების მიზნით. თემცა ეს არ იყო საბოლოო შერიგება და მხარეებს თავისი ჯარების ნაწილი ერთმანეთის გასანეიტრალებლად სასაზღვრო რაიონებში ჰყავდათ განლაგებული.

8.XII.1941 ჩან კაიშის გადაწყვეტილებით ჩინეთმა ომი გამოუცხადა გერმანიასა და იტალიას. 1943 ჩან კაიში ხელახლა აირჩიეს ჩინეთის გომინდანური მთავრობის პრეზიდენტად. ამავე წლის ნოემბერ-დეკემბერში მან მონაწილეობა მიიღო კაიროს კონფერენციაში. ფ. რუზველტსა და უ. ჩერჩილთან ერთად.

1945 იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ჩან კაიშიმ მთელი თავისი ყურადღება ისევ კომუნისტებისაკენ მიაპყრო. თუმცა 1946 განახლებულ სამოქალაქო ომში სასტიკი მარცხი განიცადა და 1949 იანვარში გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან. 1949 მაისში ჩან კაიშიმ თავი შეაფარა კუნძულ ტაივანს, რომელიც გამოაცხადა ეროვნელი მთავრობის უკანასკნელ ბასტიონად.1950 წ. მარტში მან დაიბრუნა პრეზიდენტის პოსტი, ხოლი 1955 აშშ-ის მთავრობასთას დადებულმა ხელშეკრულებამ, ტაივანის დაცვის შესახებ გარანტიების თაობაზე, ხელი შეუწყო მისი რეჟიმის განმტკიცებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას ძალა არ დაუკარგაეს არც აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცნობის (1972) შემდეგ.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები