ჩარდახი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩარდახი – (ინგლ. shed), ზოგიერთ შენობათა პროექტირებისას, რომლებიც განკუთვნილია საქარხნო და საფაბრიკო მიზნისათვის, სახურავი ფუნქციონირებს, როგორც სახურავი და ჭერი, რომელიც იძლევა აუცილებელ სინათლეს შენობისთვის. ამის გამო ფანჯრის გამოჭრა კედელში თითქოს ზედმეტია. ასეთი სახის ჭერს მიეკუთვნება გადახურვა, რომელსაც განივი განაკვეთი ორფერდა ფორმისა აქვს, ზოგჯერ კბილანას ფორმისა. ამიტომ უწოდებენ მას კბილანა სახურავსაც.