ჩარქსელიანი ტარიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარიელ ჩარქსელიანი

ჩარქსელიანი ტარიელ − (1932 - 2000), პოეტი. დაიბადა სოფელ მურყმელში (მესტია). გამოქვეყნებული აქვს ლექსთა კრებული „მე და ენგური”.


* * *
სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არც ერთთან სჭამო სირცხვილი!
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,
სანამდის გული შეწყვეტდეს ფეთქვას,
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი
მაინც უნდა თქვა, რაც უნდა გეთქვა!
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი!
არწივი მუდამ სიმაღლეს ეძებს,
ამაყი კაციც სიმაღლით ფასობს.
ჭკვიანი ცხენი არ ირტყამს დეზებს,
მათრახს ის ირტყამს, ვინც არაკაცობს!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები