ჩასაფრება (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩასაფრება

1. საბრძოლო მოქმედების ხერხი. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახერხებელ ადგილას წინასწარ დამალული ქვედანაყოფი (ჯგუფი, ვერტმფრენი, კატარღა) უეცრად ესხმის თავს მოწინააღმდეგეს ხელსაყრელ მომენტში.

2. წინასწარ და მალულად განლაგებული ქვედანაყოფის (ჯგუფის, ვერტმფრენის, კატარღის) დანიშნულებაა უეცარი თავდასხმა მოწინააღმდეგეზე. ქვედანაყოფები, რომლებიც დაზვერვას აწარმოებენ, აწყობენ ჩასაფრებას ტყვეების, დოკუმენტების, იარაღისა და ტექნიკის ნიმუშების ხელში ჩასაგდებად.

ჩასაფრებაში ინიშნება სადაზვერვო (ქვეითი, სატანკო) ქვედანაყოფი ოცეულამდე ან სპეციალურად შერჩეული სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი. ჩასაფრება ეწყობა იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგეს მიაყენონ მაქსიმალური ზარალი ახლო მანძილიდან უეცრად გახსნილი ცეცხლით და ნაღმასაფეთქებელი ღობურების გამოყენებით. ასეთი ჩასაფრებისთვის გამოიყოფა ქვეითი, სატანკო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, სავერტმფრენო, საინჟინრო-მესანგრეების და სხვა ქვედანაყოფები.

ჩასაფრების პოზიციას იმ ვარაუდით ირჩევენ, რომ უზრუნველყონ ფარული განლაგება და კარგი პირობები თვალთვალის, ცეცხლის წარმოებისა და იერიშზე გადასვლისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები