ჩაქუჩებიანი სამსხვრევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაქუჩებიანი სამსხვრევი – დარტყმითი მოქმედების ქვასამსხვრევი, რომელშიც მექანიკური დარტყმის ზემოქმედებით მასალა იმსხვრევა – მოძრავი სხეულების (ჩაქუჩების) კინეტიკური ენერგია მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის დეფორმაციისა და რღვევის ენერგიაში. სამსხვრევი ჩაქუჩებიანი, ისევე, როგორც როტორული, ხასიათდება მაღალი ხვედრითი მწარმოებლობით, კონსტრუქციის სიმარტივითა და პროდუქტის მაღალი ხარისხით.