ჩაღრმავების მარკები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაღრმავების მარკები - ვერტიკალური სკალები გემის გარე შემონაკერზე ორივე ბორტის მხარეს ფორშტევნისა და ახტერშტევნის რაიონში, ხოლო დიდ გემებზე - მიდელშპან-ჰოუტთანაც.
სკალებზე არაბული ციფრებით (10 სმ/დანაყოფი) აღნიშნულია გემის ჩაღრმავება - მანძილი მოქმედი წყალხაზიდან ჰორიზონტალური კილის ქვემო ნაწიბურამდე.
1969 წ. ივლისამდე აღნიშნავდნენ მარცხენა ბორტზე რომაული ციფრებით (0,5 ფუტი/დანაყოფი). ეს მარკები ექსპლუატაციის პირობებში გემის ჩაჯდომის შეფასების საშუალებას იძლევა.