ჩაჩისებრი მიცენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაჩისებრი მიცენა (ლათ. Mycena gelericulata (Fr.) S.F. Gray. რუს. Мицена колпаковидная)
ქუდი – 2-6 სმ დიამეტრისაა, ჯერ ფართო ზარისებრია, შემდეგ – თითქმის ბრტყელი, დაღარულზოლიანი, ნაცრისფერი ან ხორცისფერ-ყავისფერი. ფირფიტები შეზრდილი, მეჩხერი, განიერი, ჯერ თეთრია, შემდეგ ვარდისფერი.
ფეხი – 4-8X0,2-0,5სმ, ცილინდრული ან მოხრილი, ქუდისფერია, ძირში ყავისფერი.
სპორები – 9-11X7-9 მკმ. ელიფსისებრი უფერო. სპორების მტვერი თეთრი.
იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საჭმელად უვარგისია.