ჩაძირვის სიჩქარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაძირვის სიჩქარეწყალქვეშა ნავის ჩაძირვის სიღრმის ცვალებადობა დროის ერთეულში; წყალქვეშა ნავის ტაქტიკურ-ტექნიკური ერთ-ერთი მახასიათებელი. განისაზღვრება წყალქვეშა ნავის მოცემულ სიღრმეზე ჩასვლის დროით. განასხვავებენ ჩაძირვის სიჩქარეს ზღვის ზედაპირიდან პერისკოპულ ან სატარანო დარტყმისგან უსაფრთხო სიღრმემდე და წყალქვეშ სვლის დროს. დრო აითვლება მთავარი ბალასტის ცისტერნის სავენტილაციო სარქვლის გახსნის მომენტიდან ან ჩაძირვაზე კომანდის გაცემიდან მოცემული სიღრმის მიღწევამდე. დამოკიდებულია სვლის სიჩქარეზე და წყალქვეშა ნავის დიფერენტზე, ზღვის მდგომარეობაზე. ასევე ეკიპაჟის განსწავლულობაზე, მანევრის ხერხზე (სწრაფი ჩაძირვის ცისტერნის შევსებით და შეუვსებლად), წყალქვეშა ნავის კონსტრუქციულ თავისებურებებზე, წყალწყვაზე და სხვა ფაქტორებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები