ჩახვაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩახვაშვილი იოსებ

ჩახვაშვილი იოსებ – (Chakhvashvili Ioseb), ქართველი დიპლომატი, 2009-2013 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში – აკრედიტებული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, 2014 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში – აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში

დაიბადა 26 თებერვალი, 1951 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1967-1972 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტი;
1975-1979 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტი.
სამუშაო გამოცდილება:
1973-1976 – საბჭოთა სპეციალისტების წარმომადგენელი ისპაჰანის (ფოლადშაჰრი, ირანი) მეტალურგიულ ქარხანაში;
1979-1986 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ქვეყნების სტუდენტთა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
1998-1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;
2000-2004 – საქართველოს პრეზიდენტის კანცელარია, საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსი;
2004-2008 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ასისტენტ-პროფესორი;
2008-2009 – რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, პოლიტიკური ანალიზის სამსახურის უფროსი.

ფლობს: სპარსულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები