ჩეკის მღვიმე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩეკის მღვიმე – ცნობილი ადგილია სამეგრელოში, ცენტრალური ოდიშის პლატოზე. ჩეკის მღვიმე საქართველოს კარსტულ მღვიმეთა შორის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტთაგანია. „სადღეისოდ კავკასიაში გამოკვლეულ კლასტოკარსტულ მღვიმეთაგან აღსანიშნავია ნოღის, სავეკუოს, ნაზოდელავოს, მაჩხაპეს, ყალიჩონას… ჯიხაშკარის, ჭაქვინჯის, ჩეკის, ჩელალის, ტარშიას, კორცხელი, ცაიშის… ბუნებრივი მღვიმეები“.
სახელწოდება ჩეკ-ი რთული შედგენილობის (ორფუძიანი) სახელია. მისი პირველი ფუძეა ჩე, რომელიც მეგრ. ჩქე („თეთრი“) სიტყვისაგან გვაქვს მიღებული; მეორე ფუძეა ეკი, მომდინარე იმავე მეგრული სიტყვისაგან ლეკი („ქვიშა“, „შლამი“): მაშასადამე, ჩეკი-ს ამოსავალი ფორმა (ქ) ჩე+ეკ-ი ყოფილა. იგი ნიშნავს: „თეთრშლამიანი ადგილები“, „თეთრქვიშნარი“