ჩეკურიშვილი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან ჩეკურიშვილი

ჩეკურიშვილი ვალერიან − (1932 − 2003), ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა ახმეტის სოფელ ყვარელწყალში (ახმეტა. 1953 წელს დაამთავრა სოფელ დუისის საშუალო სკოლა, 1962 წელს კი − თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის” ლიტმუშაკად, მთავლიტის თანამშრომლად, 1973 წლიდან კი საქართველოს ტელევიზიაში ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის გადაცემათა განყოფილებას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1953 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში”. მისი ლექსები, მოთხრობები, პიესები პერიოდულად ქვეყნდებოდა სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად, იდგმებოდა თეატრების სცენაზე.





წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები