ჩელებაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ ჩელებაძე — (დ. 2 ოქტომბერი, 1955, ქობულეთი), ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში“ (1973), ბათუმის „დინამოში“(1974-75, 1983-85), თბილისის „დინამოსა” (1976-82, 1985-87) და ლანჩხუთის „გურიაში“ (1982). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 158 მატჩი (52 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). 1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. სხვადასხვა წლებში სათავეში ედგა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გუნდებს. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ოლიმპიური თამაშები
- ქართველი სპორტსმენები
- ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქობულეთის საფეხბურთო კლუბ შუქურას ფეხბურთელები
- საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ფეხბურთელები
- საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ჩელებაძეები