ჩელესტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩელესტა

ჩელესტა – (იტალ. celesta), დასარტყამი კლავიშიანი საკრავი, რომელიც გარეგნულად ფისჰარმონიას ან პიანინოს წააგავს. ხის კორპუსის შიგნით ხისავე რეზონატორებზე დამაგრებულია ქრომატიულად აწყობილი ლითონის ფირფიტები, რომლებზედაც ეცემა პატარა ჩაქუჩები. შემსრულებელი უკრავს ფორტეპიანოს მსგავს კლავიატურაზე კლავიშებზე თითების დაჭერით. ჩელესტას აქვს ერთი პედალი, რომელიც ფორტეპიანოს მარჯვენა პედალის ანალოგიურია; იგი ხელს უწყობს ფირფიტების თავისუფალ ჟღერას; ჩელესტას ბგერა ნაზი, წკრიალაა, უახლოვდება არფის ტემბრს; დიაპაზონი I ოქტავისდო“-დან V ოქტავის „დო“ მდეა. ნოტირებულია ვიოლინოს გასაღებში ოქტავით ქვემოთ რეალურ ჟღერადობასთან შედარებით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები