ჩელეხსართაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩელეხსართაგ-ი (ოს. Челехсартæг) — ნართული ეპოსის პერსონაჟი, ხიზის ძე, ბედუხა მზეთუნახავის მამა, ორპირი ბუნების პერსონაჟი (ხშირად ატყუებს სოსლანს), რის გამოც სოსლანმა მას თავი ჩაათალა. ჩელეხსართაგმა ქურდალაგონს თავის ქალა სპილენძის ფირფიტით შეაკეთებინა, მაგრამ სოსლანთან შესარკინებლად გასულს ისეთი სიცხე დაუხვდა, რომ სპილენძის ქალა გაუხურდა, ტვინი დაეწვა და მოკვდა. ბედუხას თხოვნით სოსლანმა ჩელეხსართაგს აკლდამა აუგო და იქ დაასაფლავა.


ლიტერატურა

ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები