ჩელხიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩელხიანი – არახვეთში (მთიულეთში) ცხოვრობდნენ ცხრა ძმანი, გვარად ჩეხიანები. ცხრა ძმას ჰყავდა ცხრა ბიჭი, ცხრა აკვანი ედგათ. ისეთი ძალმომრენი ყოფილან, რომ სადაც კი მამული მოეწონებოდათ, თავად სთიბდნენ და საწყალ ხალხს არ უშვებდნენ. ორი თეთრი ხარი ჰყოლიათ და მესამეც რომ თეთრი ყოფილიყო, თეთრი მიტკალი შეუკერეს, რომ დაენახათ, ვის მამულში იყო. ერთხელ ეს ძმები ყანას მკიან. დედა სდღვებს რძეს სახლში და მთელი რძე სულ კარაქად მოექცა, გაქვავდა, დო აღარ დარჩა. დაიწყო დედაკაცმა ტირილი და წავიდა მთაში შვილებთან, ახაშარის ქედზე. ქედზე რომ ავიდა დედა, ეს ბიჭებიც მოვიდნენ. დედა, რა მოხდაო? შვილო, რძე გამიმყარდაო, ჩვენი აღსასრული დადგაო. ვაიმე, დედი, ჩვენც სალესავი გაგვიმკვრივდა, წყალი გაიყინა და ჩავიდეთ სახლშიო. ჩავიდნენ სახლში და მამამ უთხრა: შვილო, წადით ამა და ამ ადგილას გათხარეთ დიდი ორმო. რაც კი გვაბადია, ყველაფერი აიტანეთ და იქ ჩაალაგეთო. არ უნდოდა, რომ ხალხს დარჩენოდა. ხალხმა კი იცის, სადაც არის დაფლული, მაგრამ არვინ ეკარება – რად უნდათ ცოდვიანი?

აზიდეს ყველაფერი, ჩაფლეს იქ და დაადეს დიდი სიპი, გააკეთეს სანთლის ჯვარი და ჩადგეს. უფროსმა ძმამ უთხრა ძმებს: გავიდეთ ახლა სასაფლაოზე და აკლდამა გავაკეთოთო. გავიდნენ, გააკეთეს აკლდამა და შევიდნენ შიგ, შეიტანეს ცხრავე აკვანი, ჩასხდნენ და მალე დაიხოცნენ კიდეც.

წყალკურთხევას იმათთვის სოფელი ცალკე ღვრის წყალს: ცოდვიანი ჩალხიანები შეიწყალოს ღმერთმაო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები