ჩერქეზიშვილი დოსითეოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩერქეზიშვილი დოსითეოზ – (XVIII ს.) მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე, ანტონ პირველის ლიტერატურულ წრესთან დაახლოებული პირი. იყო ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრის მღვდელმთავარი და თავის ეპარქიაში დააარსა პირველდაწყებითი სკოლა. ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად სომხურიდან გადმოიღო რამდენიმე ფილოსოფიური ძეგლი.