ჩეჩელაშვილი ვალერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეჩელაშვილი ვალერი

ჩეჩელაშვილი ვალერი – (Chechelashvili Valeri), ქართველი დიპლომატი, 1994-1998 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, 2004-2005 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში

დაიბადა 17 მარტი, 1961 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1978-1983 – ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის კვალიფიკაცია;
1983-1987 – ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ასპირანტურა; დაიცვა დისერტაცია თემაზე „სსრკ-ს საგარეო ეკონომიკურ კავშირებში საქართველოს მონაწილეობის პრობლემები“;
03/1987 – მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
04/1987-10/1987 – საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
1987-1989 – გაერთიანება „საქკურორტის“ საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე;
1989-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
1998-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2000-2004 – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი;
03/2005-06/2005 – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
2005-2007 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2007-2015 – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (GUAM) გენერალური მდივანი;
2016-დან – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
2018-დან – ELN (European Leadership Network)-ის წევრი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
მეორე ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (უკრაინა);
პირველი ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის (უკრაინა);
საგარეო საქმეთა სამინისტროს ღირსების მედალი (უკრაინა);
შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი დამსახურებისთვის (უკრაინა);
მეცნიერებათა აკადემიის ღირსების მედალი (უკრაინა);
საზღვრის დაცვის სამსახურის საპატიო ნიშანი (უკრაინა).

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები