ჩეჩელაშვილი მელიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩეჩელაშვილი მელიტონ - გეომეტრიის მასწავლებელი. ასწავლიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. როგორც პედაგოგს, ასე ახასიათებდა რეალური სასწავლებლის დირექტორი: „მცოდნე და გამოცდილი მასწავლებელია, საქმის ერთგული, კეთილსინდისიერად აღმსრულებელი თავის მოვალეობის, ენერგიით სავსე და დაუღალავი მუშაკი. მან სასურველ ნიადაგზე დააყენა გეომეტრიის სწავლება, მოაწყო ამ საგნის პრაქტიკული მეცადინეობა და სულ ცოტა ხანში თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია“. ასწავლიდა სოფელ ჯურყვათსა და ზედა მაღლაკში. უმაღლესი არ დაუმთავრებია, მაგრამ ჩააბარა სხვადასხვა გამოცდა, გაიარა კურსები და 1919 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან არსებულ უმაღლესდაწყებითი სასწავლებლის თვალსაჩინო გეომეტრიის მასწავლებლად. ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს და ჰქონდა დიდი ავტორიტეტი პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 1426, ფ. 14.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები