ჩეხოვი მიხაილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხაილ ჩეხოვი

მიხაილ ჩეხოვი − (რუს. Михаил Чехов, 1891-1955), რუსი მსახიობი, რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი, პედაგოგი.

1913 წ. მოსკოვის სამხატვრო თეატრის დასის წევრი ხდება. მისი სცენური სახეები გამოირჩეოდა ნოვატორობით, ჩანაფიქრის გაბედულებით, ოსტატური გარდასახვით. სამყაროს გამახვილებული აღქმა, ძლიერი ექსპრესია, ღრმა ლირიზმი მის თამაშს განსაკუთრებულ ხიბლს და გადამდებობას ანიჭებდა. ვირტუოზული ოსტატობა, როლის გარეგნული ხატის დახვეწილობა, იმპროვიზაციის უნარი, ტანის სრულყოფილი ფლობა, მეტყველების ტემბრულ-ინტონაციური მელოდიკა მის თამაშს დიდ მასშტაბს სძენდა.

1924 წ. იგი ხელმძღვანელობს სამხატვრო თეატრის I სტუდიას. ამავე წლებში იგი ინტერესდება ანტროპოსოფიით და რ. შტაინერის მიმდევარი ხდება. 1928 წელს იგი ტოვებს თეატრს და მიემგზავრება საზღვარგარეთ. იგი ცდილობს შექმნას რეპერტუარული თეატრები პარიზში, პრაღაში, ნიუ-იორკში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში აშშ-ში აარსებს თეატრს „ჩეხოვ-პლეიერს“ და მისი აღზრდილების მეშვეობით ქმნის სამსახიობო სკოლას ჰოლივუდში „ექტორს-ლაბორატორი“ (მსახიობის ლაბორატორია). მისი შემოქმედებითი გამოცდილება და მსოფლმხედველობა აისახა მის წიგნებში „სამსახიობო ტექნიკის შესახებ“ და „მსახიობის გზა“.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები