ჩეხოსლოვაკია-გფრ-ის ხელშეკრულება 1713

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩეხოსლოვაკია-გფრ-ის ხელშეკრულება 1713– ხელშეკრულება ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, ხელმოწერილ იქნა 11 დეკემბერს პრაღაში. ძალაში შევიდა 1974 წლის 19 ივლისს.

ხელშეკრულება მიზნად ისახავდა კეთილმეზობლურ ურთიერთობათა განვითარებას, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. მხარეები აღიარებდნენ, რომ მიუნხენის გარიგება 1938 ნაცისტურმა რეჟიმმა ძალის გამოყენების მუქარით მოახვია თავს ჩეხოსლოვაკიას, ხელშეკრულების მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ყველა სადავო საკითხს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გადაჭრიან. მხარეები ადასტურებენ მათ შორის არსებული საზღვრების ურყეობას აწმყოსა და მომავალში, იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არ წაუყენონ ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები. ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების და ტექნიკის, ბუნების დაცვის, სპორტის, ტრანსპორტის სფეროში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები