ჩვეულებრივი ნარინჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარინჯი მირტისებრფოთლიანი წვრილნაყოფა

ჩვეულებრივი ნარინჯი - ხე საშუალო ზომისაა, მძლავრტოტიანი და ხშირეკლიანი. ეკლები გრძელია, მაგარი, მახვილკონუსისებრი. ფოთლები საშუალო ზომისაა, ოვალური ან მოგრძო კვერცხისებრი. ფოთლის წვერი მახვილწვეტიანია, ფართო სოლისებრი. ყუნწი საკმაოდ გრძელია, ფართო გულისმაგვარ ფრთიანი, ეთერზეთოვანი ჯირკვლებით, დამახასიათებელი არომატით. ჯამი, კვირტები და ნორჩი ყლორტები შებუსვილია. ყვავილები თეთრგვირგვინიანია.

ჩვეულებრივი ნარინჯი

ნაყოფი მოწითალო ნარინჯისფერია, საშუალო ზომის, წესიერი, ბრტყელ-მრგვალი. წონა 120–175 გრამს უდრის. სიმაღლე 6–7 სმ. დიამეტრი 6,0–7,5 სმ. ზედაპირი წვრილმარცვლოვანია, როგორც ჩამჯდარი, ისე ზედაპირული ჯირკვლებით. ნაყოფის წვერი ბრტყლად მომრგვალებულია, დიდი რკალით დინგის ფუძის გარშემო. ფუძე სწორია, თეფშისმაგვარად ამოსწორებული. არომატი ჩვეულებრივი აქვს.

კანი სქელია, 0,7–სმ-მდე, ალბედო თეთრი ფერის, ძარღვიანია, რბილი და მწარე. გულის ღერძი დიდია, 1,5–2,0 სმ. მკვრივად ამოვსებული. სეგმენტები უსწორმასწორო, ბლაგვსოლისებრია, უხეშაპკიანი, მჭიდროდ შებმული ურთიერთთან.

ნარინჯი ჭრელფოთოლა

საწვნე უჯრედები ცისფერია, პოლიმორფული, მძივებისმაგვარი, წვენი და სირბილე თეთრ-ყვითელია, ძლიერ მჟავე.

თესლი მრავალი აქვს, უხეში გარე შრით, შიგა საფარი ვარდისფერია, ქალაძასთან ყავისფერი, ლებნები თეთრია, მრავალი თეთრი ჩანასახით.

გვხვდება აგრეთვე ყვითელჯამიანი ფორმა, რომელიც განირჩევა უფრო მჟავე და ნაკლებად მწარე წვნით. ფორმა წესიერი ბურთისმაგვარია, აქვს მრავალი თესლი, რომლებიც ნარინჯისათვის დამახასიათებელი მოყვანილობისანი არიან.

სარჩევი

ნაველისებრი ნარინჯი

რამდენიმე წლის წინათ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილი იქნა ნარინჯის ერთი ფორმა, რომელსაც ნაყოფი ორმაგჭიპიანი აქვს, ე.ი. ნაველისებრი, ჭიპი საკმაოდ დიდია და მასში მეორე ჭიპია, რის შედეგად კანი შეზრდილია ნაყოფის რბილობში და გარედან ძლიერ დანაოჭებულია. თესლი ორნაირია, ძირითადი ნაყოფის თესლი ჩვეულებრივი ნარინჯის თესლისმაგვარია, ხოლო პირველი ჭიპის თესლი მსხვილგვერდებიანია და გლუვზედაპირიანი. მეორე ჭიპს თესლი არა აქვს. ერთ-ერთი ავტორის აზრით, რომელმაც ის პირველად აღწერა (ე.მ. თოფურიძე), ეს მცენარე ვეგეტატური ჰიბრიდია ნარინჯისა და ფორთოხლისა.

ნარინჯი მირტისებრი მსხვილნაყოფა

გლუვნაყოფიანი და დახორკლილნაყოფიანი ნარინჯი

საერთოდ უნდა ითქვას, რომ თითო-ოროლა ხეებად ჩვენში გვხვდება მრავალნაირი ბიგარდია, უფრო ხშირად ჭრელფოთლიანი, რომლებიც ორნაირია: გლუვნაყოფიანი და დახორკლილნაყოფიანი.

ნაყოფის მოყვანილობის გარდა ესენი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან. ორივეს აქვს მხოლოდ დეკორაციული მნიშვნელობა, წარმოადგენენ პატარა ნამგალა მცენარეებს 2–2,5 მეტრი სიმაღლისას, ვარჯი ზემოთ აშვერილი, სწორი და მეჩხერია.

შტამბი პატარაა; მუქი ნაცრისფერი. მთავარი ტოტები გაშვერილია, განტოტვა მახვილკუთხიანია. ყლორტები მრგვალია და ტიტველი, ეკლები არა აქვს. ფოთლები, რომელთა მოყვანილობა იცვლება პოლიმორფულიდან (ჩვეულებრივიდან) წნორის ფოთლის მაგვარამდე, 6–სმ-ის სიგრძისაა. ფოთლის ფუძე სოლისებრია, წვერი – მახვილწვეტიანი. ხშირად ფოთოლი ვიწრო სახაზურას წარმოადგენს.

ყვავილები პატარაა, 1,5–2 სმ. სიგრძისა, მრავალი მტვრიანათი. ნაყოფი ბურთისებრია, მრგვალი. ნაყოფს რადიუსისებრივად დაყვება მწვანე ზოლები და ხორკლებიც ყველა მწვანეა. ძირითადი ფერი თეთრია; ქლოროტირებულისმაგვარი; შენახვისას ნაყოფი ყვითლდები და ღებულობს მუქი ლიმონის ფერს, ნაყოფი საშუალოზე პატარა წონისაა, 69–95 გრ. სიმაღლე – 4,7–5,8 სმ. დიამეტრი – 5,3–6,1 სმ.

ნაყოფის წვერი მომრგვალებულია, ამობურცული, დინგის სვეტის კვალით, უფრო ხშირი რადიუსისებრი ზოლებით; ფუძე მომრგვალებული, ოდნავ ჩაღრმავებული და ჯამისმაგვარად ამოლესილი, ალაგ-ალაგ ზედაპირი მოწითალოდაა შეფერილი.

კანი სქელია, მაგარი, მკვრივი კონსინსტენციის, ძლიერ მწარე და მწკლარტე. შებმულობა ქვედა ფენასთან და ხორცთან ძლიერი ახასიათებს. გულის ღერძი მკვრივია, მაგარი და ამოვსებული.

ნარინჯი ტირიფფოთოლა

სეგმენტები 8–10-ია სოლისებრი, მაგარი, უხეში აპკით. საწვნე უჯრედები მსხვილია, თითისტარა, მეტად ნაზგარსიანი. ხორცი ლიმონისფერია; წვენი უხვია, ცხარე, მჟავე, ლიმონისმაგვარი და ოდნავ მწარე.

თესლი მრავალი აქვს, პოლიმორფული ნაოჭზედაპირიანი და ფორმით თითისტარაა. თესლის საფარის შიგა შრე ყვითელია, ქალაძასთან ყავისფერი.

ბიგარდიის მუტაციები

ბიგარდიის მუტაციებს აკუთვნებენ: C mirtifolia Raf. C. Chinotto C. aurantium v. Salicifolia Raf. ეს ფორმები ჩვენში ხშირი მოვლენაა, მეტადრე როგორც დეკორაციული მცენარეები. C. mirtifolia და Chinotto განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ნაყოფისა და ფოთლის სიდიდით. პირველს აქვს უფრო ვიწრო, პატარა კვერცხისმაგვარი მოყვანილობის, მჭიდროდ, თითქმის ერთმანეთზე მიწყობილი ფოთლები, ისე რომ ღერო ირგვლივ დაფარულია ფოთლით, ნაყოფიც გაცილებით პატარაა, ტყემლისოდენა, მაშინ როდესაც მირტიფოლიას უფრო მეჩხერად განლაგებული, ფუძესთან მეტად ფართო და მახვილწვეტიანი ფოთოლი ახასიათებს. C. salicifolia კი განსხვავდება ამათგან გრძელი, ვიწრო, სახაზურ-ტირიფისმაგვარი ფოთლებით.

ნაყოფი საშუალოზე პატარაა, ბლაგვი კონუსისებრი. წონა – 56–93 გრ. სიმაღლე – 4,7–5,5 სმ. დიამეტრი – 5,1–6,1, ფერი ნარინჯისაა. ზედაპირი წვრილმარცვლოვანია, ეთერზეთოვანი ჯირკვლები ჩამჯდარია, წვერი მომრგვალო-დანაოჭებული, ჩაწეული და სვეტის გარშემო შემორკალულია ბრტყელი რგოლით.

ნარინჯი ყვითელჯამა

ფუძე ამაღლებულია. ქერქი საშუალო სისქისაა 0,5 სმ-მდე, ქერქის ქვედა ფენი ძლიერ მკვრივია, მწარე და მწკლარტე, მჭიდროდ შებმული რბილობთან. გული მაგარი, ამოვსებული, საკმაოდ დიდი 1 სმ. სეგმენტები – 10–12, მანდარინისფერის, მარცვლოვანი აღნაგობის, თანაბარი, მახვილსოლისებრი, ურთიერთმჭიდროდ შებმული, მეტად მჟავე გემოსი. საწვნე უჯრედები მოკლე, საშუალო სიმსხოსანი არიან. წვენი საშუალო რაოდენობითაა, მჟავე და მწარე. თესლი ნაყოფში 45 სმ-მდეა, საშუალო სიდიდისანი, მეტად წებოვანნი, თესლის საფარის შიგა შრე ნაზია, ღია ვარდისფერისა, ქალაძასთან მოწითალო ვარდისფერია. თეთრი ლებანი 3–5-ია, მეტად პატარა ჩანასახი მოთეთრო მოყვითალოა.

ნარინჯი ნაოჭზედაპირიანი



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები