ჩვეულებრივი ტიულკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი ტიულკები – Clupeonella delacatula Nordmann 1840

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრნი
გვარი ტიულკები

მუცლის ფარეკლები 26-29-ია, ლაყუჩის ჩხირები 52-64, საშუალოდ – 58, მალები 39-44-ია. სხეულის სიმაღლე მისი სიგრძის (კუდის ფარფლის შუალედი სხივების ბოლომდე) 20,7-24,7%-ს შეადგენს, თავის სიგრძე 21,5--20,7%, თვალის დიამეტრი 5,6-6,0% აბსოლუტური სიგრძე 90-125 მმ-მდე აღწევს. ზურგი ღია მწვანე შეფერილობისაა.

სარჩევი

გავრცელება

გავრცელებულია შავი და აზოვის ზღვების გამტკნარებულ უბნებში. შედის მდინარე დუნაიში, დნესტრში, დნეპრში, დონში, ყუბანში, რიონში, კოდორში და პალიასტომის ტბაში.

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

ზღვის მომლაშო წყლის მკვიდრი მცხოვრებია. ისინი უმთავრესად გამტკნარებულ ზღვის წყალს ეტანებიან, რომელშიც მარილიანობის შემადგენლობა 18%-ს არ აღემატება; მტკნარ წყლებში მასიურად შემოდიან. აზოვის ზღვაში ტოფობა აპრილ-აგვისტოში ხდება. ტოფობის მთავარი ადგილი ტაგანროგის უბეა. ქვირითს წყლის ტემპერატურის 4-5° და 24°-მდე პირობებში ყრის, სადაც მარილიანობა 0-დან 10%-ს შეადგენს. ქვირითობის გაცხარებული პერიოდი მაისშია, როცა ტემპერატურა 13-დან 20°-მდე აღწევს. ამ თევზს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. მისგან ძვირფასი ხარისხის კონსერვებს ამზადებენ.

გამოყენება

ტიულკები ყველაზე მსუქანი და ცხიმიანი არიან შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში (ცხიმის 17-18,59% შეიცავს), ხოლო უფრო ნაკლებ ცხიმიანია ტოფობის პერიოდში და მისი დამთავრების დროს (ცხიმიანობა 4,5-8%,-ს შეადგენს), მოპოვებულ ტიულკების თითქმის მთელ მასას ამარილებენ. მათგან ნაწილობრივ კონსერვებსაც ამზადებენ. ტიულკების ნაწილს საკვებ ფქვილად და ტექნიკურ ცხიმად ამუშავებენ.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები