ჩიგოგიძე ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვასილ ჩიგოგიძე – დაიბადა 1967 წლის 17 ნოემბერს ქ. თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1993). სამხედრო სამსახური (1985-87).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის კონიაკის ქ-ის მუშა (1985)
- ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმ-ს მუშა (1985)
- თბილისის კონიაკის ქ-ის ვაგონის გამცილებელი (1987-1988)
- საერთაშორისო ბიზნესასოციაცია „საბა-21-ის“ კომერციული დირექტორი (1993-1996)
- საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი (1996-1997)
- საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი (1997-1998)
- „საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე (1998-1999)
- „საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004)
- კონოთეატრი "აპოლო" - დირექტორი (2010-2014)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: მაჟორიტარი, №24 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი (17-12-2020)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015